in ,

ფან-კლუბ ლიგა იწყება: პირველობისთვის 16 გუნდი იბრძოლებს

მალე, გულშემატკივრები, რომლებიც სხვადასხვა საფეხბურთო გუნდებს ქომაგობენ, ამჯერად თავად გახდებიან ფეხბურთელები და პირველობისთვის იბრძოლებენ. რამდენიმე დღეში სტარტს ფანკლუბ ლიგა აიღებს, რომელიც წელს მესამედ ჩატარდება.

მონაწილეობას 16 საფეხბურთო კლუბის 16 ფანკლუბი მიიღებს. ტურნირის ორგანიზატორები “სპორტული თაობა” ,”ვოიაჟერ 365″ და ‘plamood” არიან. სწორედ, ‘plamood”-ზე შეგეძლებთ მატცების პირდაპირი ტრანსლაციების ნახვა.

ტურნირის ორგანიზატორი ზურაბ ბერიკაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ფანკლუბ ლიგის ჩატარების მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ფეხბურთის მასოობრიობისადმი ხელის შეწყობაა.

“უკვე, მესამედ ვატარებთ ამ გათამაშებას. სამწუხაროდ, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, შარშან ტურნირის ჩატარება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ წელს უფრო მოტივირებული და ბევრი სიახლით ვბრუნდებით. წლევანდელ გათამაშებაში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო “ვოაჟერ 365”-ს, რომელიც ჩვენი ოფიციალური პარტნიორია. ტურნირის საპრიზო ფონდი 2000 ლარია. “ვოიაჟერ 365” ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელს პრიზის სახით playstation 4-ს გადასცემს. ასევე ჩვენს მედია პარტნიორებს Goal.ge-სა და რადიო “ფორტუნას”.
გვაქვს მაგარი სიახლე და ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი “plaamood”-ის აპლიკაციის საშუალებით გადაიცემა”, – აღნიშნა ზურაბ ბერიკაშვილმა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მანჩესტერი ლივერპულს ვერ უგებს, მაგრამ როგორ უნდა მოხვდეს ლიგაზე – ფაქტები მატჩზე

რონალდომ ლისაბონში პენტჰაუსი იყიდა, სპორტინგში დაბრუნება უნდა და მზადაა ხელფასი მოიკლოს