in

რონალდოს, დიბალას და ბუფონის უნიკალური მიღწევები

გუშინ, იტალიის სერია ა-ს 36-ე ტურის შეხვედრაში ტურინის “იუვენტუსი” “სასუოლოს” ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით “ბებერმა ქალბატონმა” ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა. ანდრეა პირლოს გუნდი ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მე-5 ადგილზეა, მაგრამ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება “ნაპოლის”.

“სასუოლოსთან” მატჩი კრიშტიანო რონალდოს, პაოლო დიბალასა და ჯანლუიჯი ბუფონისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა. პორტუგალიელმა ფორვარდმა “იუვეს” მაისურით მე-100 გოლი გაიტანა. რონალდოს 100 გოლისთვის 131მატჩი დასჭირდა. ის „იუვეს“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც პირველ სამმსეზონში გაიტანა 100 გოლი, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. რონალდო გახდა პირველი, რომელმაც 100 გოლი სამ სხვადასხვა გუნდში გაიტანა სამ სხვადასხვა ქვეყანაში.

“იუვენტუსის” რიგებში საიუბილეო მე-100 გოლი შეაგდო პაოლო დიბალამაც. დიბალა “ბიანკონერის” პირველი არაევროპელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ასეთ შედეგს მიაღწია.

რაც შეეხება უბერებელ ჯანლუიჯი ბუფონს. 43 წლის ჯიჯიმ პირველ ნახევარში დომენიკო ბერარდის 11-მეტრიანი დარტყმა მოიგერია და სერია ა-ს ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მეკარე გახდა, რომელმაც პენალტის მოგერიება შეძლო.

ტურინის “იუვენტუსი “იტალიის ჩემპიონატში მომდევნო მატჩს 15 მაისს, შინ უკვე გაჩემპიონებულ “ინტერთან” გამართავს, ბოლო ტურში, 23 მაისს კი “ბოლონიას” ესტუმრება. შუალედში, 19 მაისს, პირლოს გუნდი იტალიის თასის ფინალში “ატალანტას” დაუპირისპირდება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტოჩინოშინი საშინელ ფორმაშია: მეოთხე მარცხი მეხუთე დღეს

კახი კალაძე: 1981 წლის 13 მაისს დინამოს სახელი ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა