„შეფილდ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა ოლი მაკბერნმა „ლიდსის“ გულშემატკივარი გალახა. 21 წლის სადაზღვეო ბროკერი ელიოტ რაიტი იღებდა, თუ როგორ ჩხუბობდა ფეხბურთელი გოგონასთან.
„ჩვენ მივდიოდით და დავინახე, თუ როგორ კამათობდა ის ამ გოგონასთან. მე ორ მეგობართან ერთად ვიყავი და ჩვენ ვხედავდით, თუ როგორ ხდებოდა ის უფრო და უფრო აგრესიული და როგორ უწევდა ხმას. მე მას ვუთხარი, დამშვიდებულიყო და გავეხუმრე, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო ჩემპიონატიდან გავარდნაზე უარესი ვერ იქნებოდა.
თავიდან ის ნორმალური ჩანდა. მან გვითხრა, ბიჭებო გაწიეთ ტელეფონი, გაწიეთ ტელეფონი. მე ვუთხარი: „რატომ? რატომ უნდა გავწიო ტელეფონი?“ შემდეგ კი მან უბრალოდ დამარტყა. ამას კიდევ რამდენიმე დარტყმა მოყვა და ჩემმა მეგობარმა ის ჩემგან გაათრია. შემდეგ ის, მისი გოგონა და კიდევ ერთი ბიჭი წავიდნენ. კაპიშონი დაიხურა და მოშორდა“, – უთხრა დაზარალებულმა The Sun-ს.
ინციდენტის შემდეგ ფანმა პოლიციას მიმართა და ფეხბურთელი დააპატიმრეს.
24 წლის მაკბერნმა ამ სეზონზე 24 მატჩი ითამაშა, ერთი გოლი გაიტანა და ერთიც ასისტი ქონდა.
2020 წლის ზაფხულში შოტლანდიელი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო 35 ათასი ევროთი დააჯარიმეს.
GIPHY App Key not set. Please check settings