in

ჩემპიონთა ლიგის ფინალი პორტუგალიაში გადააქვთ

„სიტი“ და „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს პორტუგალიაში ითამაშებენ. მატჩს სტამბოლიდან „პორტოს“ არენაზე, „დრაგაუზე“ გადაიტანენ. სიახლე ოფიციალურად რამდენიმე საათში დადასტურდება.

აქამდე ინგლისის ხელისუფლებამ თხოვნით მიმართა უეფას თამაში ინგლისში ჩაეტარებინა, კერძოდ, „უემბლიზე“.

ბრიტანელები ჩემპიონთა ლიგის ფინალის ინგლისში გადატანას ითხოვენ

„დრაგაუს“ ამბავის თაობაზე Sky Sport Italia იუწყება.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი პორტუგალიაში ზედიზედ მეორედ ტარდება. გასულ სეზონში პანდემიის გამო 8 საუკეთესო გუნდი პორტუგალიის ქალაქებში შეიკრიბა და თითო მატჩიანი პლეი-ოფებით ითამაშა.

ევროსეზონის მთავარი მატჩი 29 მაისს გაიმართება და მასში მოგეხსენებათ ორი ინგლისური გუნდი შეხვდება – „სიტი“ vs „ჩელსი“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-9 ნომერს სეტი მოუგო, მაგრამ მაინც დამარცხდა

მანჩესტერმა წააგო და მანჩესტერი ჩემპიონი გახდა: სიტიმ ინგლისური ოქრო დაიბრუნა