სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ცოტა რჩება. ამოვქექოთ ესპანეთის ჩემპიონატის თავისუფალი აგენტები, რომლებზეც ალბათ მალე ნადირობა გამოცხადდება. მეტიც, ჯერ კონტრაქტები ოფიციალურად არც ლეო მესისთან და არც სერხიო რამოსთან არ გაფორმებულა.
მესი, რამოსი და ლა ლიგის კიდევ 5 მაგარი თავისუფალი აგენტი
ლეო მესი, ბარსელონა
ესპანეთის კი არა, მსოფლიოს ყველაზე მაგარი თავისუფალი აგენტი. თუმცა „ბარსასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებზე და ათსნაირი ვარიანტზე აქტიურად იწერება. ბოლო მონაცემებით, არგენტინელი კატალონიაში რჩება.
სერხიო რამოსი, რეალი
მადრიდმა შეიძლება კაპიტანი დაკარგოს. მოლაპარაკებები რთულად მიდიოდა, სერხიოს სხვა ხელფასი უნდოდა, ახლა კი პანდემიაა და მოთხოვნების დაკმაყოფილება რთულია, თანაც სერხიო პატარაც აღარ არის. „რეალი“ თავაზობს ჯამაგირი 20%-ით შეიმციროს. ფეხბურთელი ამბობს, რომ 2-წლიანი ხელშეკრულება და მინუს 10% უნდა.
ლუკას ვასკესი, რეალი
ფეხბურთელი რჩება მადრიდში, მაგრამ დიდია ალბათობა „ვანდაზე“ გადაბარგდეს, ის „ატლეტიკოს“ უნდა. „რეალმა“ კი გაუმჯობესებული კონტრაქტი შეთავაზა – 3 წელი (პლუს 1) და 5 მილიონი ევრო წელიწადში.
ემერსონი, ბეტისი
„ბარსელონას“ მცველი იჯარითაა, Transfermarkt 25 მილიონად აფასებს (მეტი, ვიდრე რამოსი და ვასკესი). „ბარსამ“ არ იცის გაუგრძელოს თუ არა კონტრაქტი 22 წლის ბრაზილიელს, თუმცა მას ინგლისში ელოდებიან, „არსენალზე“ დაიწერა.
ხესუს ნავასი, სევილია
35 წლისაა, მაგრამ იქაური ლეგენდაა. „სევილიასთან“ ნავასს სამჯერ აქვს მოგებული ევროპა ლიგა, ასევე უეფას სუპერთასი, ქვეყნის თასი და სუპერთასი. ალბათ თანამშრომლობა გაგრძელდება.
ტომაშ ვაცლიკი, სევილია
ჩეხეთის ნაკრების მეკარე ალბათ წავა გუნდიდან. მან ძირითადში ადგილი დაკარგა, სულ 6 მატჩი ითამაშა.
ნოლიტო, სელტა
ცნობილმა ფორვარდმა მხოლოდ ერთი წელი გაატარა, გაგრძელებაზე ჯერ შეთანხმება არ მიღწეულა და ალბათ არც გაგრძელდება, კლუბმა სხვებს დაადგა თვალი.
GIPHY App Key not set. Please check settings