საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მგეზავი თედო აბჟანდაძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, “ბრივის” შემადგენლობაში გამოჩნდა. თედომ გუნდში 20 თებერვლის შემდეგ პირველად ითამაშა. საფრანგეთის Top 14-ში თედოს “ბრივმა” “სტად ფრანსეს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 28:31 დამარცხდა.
21 წლის ქართველი მოედანზე 56-ე წუთზე ჩაერთო და მისი მოედანზე გამოსვლის შემდეგ, “ბრივის” შეტევები გაცილებით მწვავე გახდა და ბოლო 20 წუთში “ბრივმა” 19:7 მოიგო. მასპინძლებმა ბოლო წუთებში სამილე ლელოს დადება მოახერხეს, რომელთაგანაც თედომ ორი გარდასახა და მატჩი 4 ქულით დაასრულა.
ნაკრებში მისმა უცვლელმა მეწყვილემ ვასილ ლობჟანიძემ მასპინძლეთა შორის პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა, ხოლო ბურჯი სოსო ბეკოშვილი მოედანზე ასევე სრული მეორე ნახევრის განმავლობაში იყო. ამ უკანასკნელის წინააღმდეგ პარიზელთა შერკინებაში ვეტერანი ვასილ კაკოვინი ბოლო 32 წუთი იდგა, ხოლო ბორჯღალოსანთა ამ თაობის კიდევ ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გიორგი მელიქიძე შეცვლაზე 79-ე წუთზეღა შეუშვეს.
GIPHY App Key not set. Please check settings