in

სოფიაში ვერცერთი ლიცენზია ვერ ავიღეთ: ტოკიოში 5-ით ნაკლები მოჭიდავე გვეყოლება

ქართველმა მოჭიდავეებმა სოფიაში გამართულ ოლიმპიადის ბოლო სალიცენზიო ტურნირზე ვერცერთი ლიცენზიის აღება შეძლეს და საქართველოში ხელმოცარულები ბრუნდებიან.

მსოფლიოს ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე დათო ჩხარტიშვილი 60კგ კატეგორიაში ნახევარფინალში მოლდოველ ჩიობანუსთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა და სამწუხაროდ ტოკიოს ოლიმპიადის საგზურის გარეშე დარჩა.

გეტყვით, რომ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ტოკიოში საქართველოს 4 სპორტსმენი წარადგენს. ესენი არიან: გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97კგ), რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ -რომაული ჭიდაობა, 130კგ)

სამწუხაროდ, ბაკურ გოგოლმა (77 კგ) დათმო მეოთხედფინალური შეხვედრა ბულგარეთის წარმომადგენელ მნაცაკანიანთან 2-6.

რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს, ოლიმპიადაზე ჩვენს ქვეყანას 3 მოჭიდავე წარადგენს. ესენი არიან ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ), გენო პეტრიაშვილი (125 კგ).

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძის დუბლი გადამწყვეტ მატჩში: გიორგიმ სერენი უმაღლესში დააბრუნა

ბითაძის 7 ქულა და კონკურენტთან მარცხი დრამატულ შეხვედრაში