in

დიდი უქმეები: ესპანეთში საჩემპიონი მატჩია, ინგლისში ფინალის რეპეტიცია, საქართველოში დინამოების დერბი – პროგნოზი, კოეფიციენტები

ევროპაში საკლუბო ფეხბურთი დასასრულს უახლოვდება და გადამწყვეტი მატჩების დრო დგება. ისე მოხდა, რომ ამ უქმეებზე რამდენიმე სასიცოცხლო მნიშვნელობის თამაშია. მივყევთ.

ბარსელონა vs ატლეტიკო (8 მაისი, 18:15)

აჭარაბეთის პროგნოზი: ორივე გაიტანს და 2.5-ზე მეტი გოლი – 1.75

ეს მატჩი ლა ლიგის ბედს განსაზღვრავს. ამ მატჩის შედეგი გავლენას იქონიებს ჩემპიონის გამოვლენასა და ცხრილის ზედა ნაწილში ადგილების გადანაწილებაზე. „ატლეტიკო“ 2 ქულით უსწრებს „ბარსელონას“, ამიტომ მასპინძლებმა უბრალოდ არ უნდა წააგონ. წააგოს კი არა, თუ ჩემპიონობა უნდა, „ბარსას“ მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.
„ატლეტიკოს“ თამაშის სტილს და ამ შეხვედრის მნიშვნელობას თუ გავითვალისწინებთ არ არის გამორიცხული გახსნილი და ლაღი ფეხბურთი ვერც ვიხილოთ.
მსგავსი და ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თამაში ამ ორ გუნდს უახლოეს წარსულში უკვე უთამაშიათ. ლა ლიგის ბოლო ტურში „ბარსელონამ“ შინ მიიღო „ატლეტიკო“. მოგების შემთხვევაში „ბარსა“ ქულებით დაეწეოდა „ატლეტიკოს“ და ჩემპიონიც გახდებოდა და იგებდა კიდეც პირველი ტაიმის შემდეგ 1:0-ს (ალექსის სანჩესი), მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში დიეგო გოდინის გოლმა ფრე და შესაბამისად ჩემპიონის ტიტული დიეგო სიმეონეს „ატლეტიკოს“ მოუტანა.
ეს ამბავი 2014 წლის 17 მაისს მოხდა.
იმ შემადგენლობიდან „ბარსას“ დღემდე ჰყავს პიკე, ბუსკეტსი, ალბა და მესი. ხოლო „ატლეტიკოს“ კოკე და მთავარი მწვრთნელი.
განმეორდება ისტორია?

აჭარაბეთი: 1 – 1.85; X – 3.60; 2 – 4.55

რეალი vs სევილია (9 მაისი, 23:00)

აჭარაბეთის პროგნოზი: პირველ ტაიმში გოლის გატანა – 1.36, პირველი „რეალი“ გაიტანს – 1.65

„რეალი“ წელს თუ რამეს შეწვდება, ეს ქვეყნის ჩემპიონობა, თუმცა ეს მარტივი გასაკეთებელი ვერ იქნება. ამ წუთას საქმე ისეა, რომ „რეალი“ სხვაზეა დამოკიდებული, მაგრამ დღეს საღამოს შეიძლება ყველაფერი შემოტრიალდეს. თუ „ატლეტიკომ“ ბარსელონაში ვერ მოიგო (რისი შანსი ბუნებრივია დიდია), „რეალს“ დარჩება შანსი გადაასწროს, რადგან თანაბარქულიან „ბარსას“ უსწრებს. ყველა თამაშის მომგებმა „სევილიამ“ კი წინა ტურში მოულოდნელად წააგო, თორემ ახლა ისიც იქნებოდა ჩართული საჩემპიონო ბრძოლაში და მეტ ინტრიგას შესძენდა. თუ ანდალუსიელებმა მოახერხეს „რეალის“ მადრიდში დამარცხება, ჩამორჩენას ერთ ქულამდე დაიყვანენ, თუმცა მათთვის მაინც რთული იქნება სამივე გრანდის გადასწრება.

აჭარაბეთი: 1 – 2.05; X – 3.60; 2 – 3.70

იუვენტუსი vs მილანი (9 მაისი, 22:45)

აჭარაბეთის პროგნოზი: მოიგებს „იუვენტუსი“ და გავა 2.5-ზე მეტი გოლი – 2.50

იტალიაში ჩემპიონი უკვე ცნობილია („ინტერი“), მაგრამ დიდი ბრძოლებია გამართული ოთხეულში მოსახვედრად. სწორედ ეს მიზანი ამოძრავებს ერთ დროს ვითომ ჩემპიონობისთვის მებრძოლ „მილანს“ და 9 წელი მუდამ პირველ „იუვენტუსს“. ამ წუთისთვის ორივე ოთხეულშია, მაგრამ მხოლოდ 2 ქულით უსწრებენ „ნაპოლის“ და ასევე პოტენციური 2 ქულით „ლაციოს“. შესაბამისად, თუ რომელიმემ წააგო, თავისუფლად შეიძლება ოთხეულიდან გავარდეს. მერე კი მხოლოდ სამი მატჩი იქნება დარჩენილი. მოკლედ, გრანდებს მართლაც სამკვდრო-სასიცოხლო ბრძოლის ჟამი დაუდგათ.

აჭარაბეთი: 1 – 1.80; X – 3.75; 2 – 4.55

სიტი vs ჩელსი (8 მაისი, 20:30)

აჭარაბეთის პროგნოზი: ჩელსი არ წააგებს – 1.90 და 2.5-ზე ნაკლები გოლი – 1.67

კალენდარი გუნდებს გაეხუმრა. გავიდნენ თუ არა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, უკვე ერთმანეთს ხვდებიან და გენერალურ რეპეტიციას გაივლიან. ისე ამ შეხვედრას პრემიერლიგის ეგიდითაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მართალია, „სიტის“ ჩემპიონობის განაღდება შეუძლია, მაგრამ ქულები ალბათ მაინც ლონდონელებს უფრო სჭირდებათ. „ჩელსი“ ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის და კი იმყოფება საჭირო მე-4 ადგილზე, მაგრამ უკან ბევრი გუნდის სუნთქვა ესმის და ქულების განიავების დრო აღარ არის. „სიტი“ კი ასეც და ისეც მაინც გახდება ჩემპიონი.

აჭარაბეთი: 1 – 2.00; X – 3.35; 2 – 4.25

დორტმუნდი vs ლაიპციგი (8 მაისი, 17:30)

აჭარაბეთის პროგნოზი: დორტმუნდი არ წააგებს – 1.40; ორივე გაიტანს – 1.50; 7.5-ზე მეტი კუთხური – 1.44

დორტმუნდელებს შანსი გაუჩნდათ ოთხეულში მოხვდნენ. ამისთვის მათ წინაზე „ვოლფსბურგი“ დაამარცხეს გასვლაზე, ახლა კი მეორეადგილსოანი „ლაიპციგის“ დამარაცხებაც არის საჭირო, სხვანაირად გაჭირდება მიზნის მიღწევა და მერე კიდევ ჰაალანდის დაკავება უჩემპიონთა ლიგოდ. „ლაიპციგს“ კი საჩემპიონო მოტივაცია აღარ უნდა ჰქონდეს, „ბაიერნმა წინა ტურში კი გაუშვა ხელიდან ვერცხლის სინი, მაგრამ ამ ტურში ალბათ უკვე გაინაღდებს. ისე მიუნხენელებს შესაძლოა ქულები არც დასჭირდეთ, საკმარისია „ლაიპციგმა“ დორტმუნდში ვერ მოიგოს და „რეკორდმაისტერი“ ტრადიციულად ჩემპიონი გახდება.
„ბორუსიამ“ კი „აინტრახტს“ უნდა გადაასწროს (1 ქულით ჩამორჩება) და იქნებ „ვოლფსბურგსაც“ (2 ქულაა სხვაობა).

აჭარაბეთი: 1 – 2.35; X – 3.40; 2 – 3.10

რენი vs პსჟ (9 მაისი, 23:00)

აჭარაბეთის პროგნოზი: პსჟ მოგებს – 1.65, ნეიმარი გაიტანს – 2.05

პსჟ-ს ლიგიდან გავარდნის შემდეგ ერთი მოტივაცია შერჩა, ის „ლილს“ უნდა დაეწიოს და ჩემპიონი გახდეს. დიახ, თურმე ასეთებიც შეიძლება მოხდეს – ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე პსჟ-ს ჩემპიონობა განაღდებული არ აქვს. განაღდებას ვინ ჩივის, პირველ ადგილზეც არ იმყოფება. წუხელ „ლილმა“ სტუმრად 3:0 დაამარცხა „ლანსი“ და ამ წუთისთვის პარიზულ გრანდს 4 ქულით უსწრებს. პსჟ-მ აუცილებლად უნდა მოიგოს, შანსი რომ შეინარჩუნოს (თან მდევრებიც არ არიან შორს), მაგრამ უკვე მის ხელში არ არის ფრანგული ოქროს ბედი – „ლილს“ მხოლოდ ორი დარჩენილი თამაშის მოგება სჭირდება.
პარიზელებს მბაპე არ ეყოლებათ, მაგრამ აბა სხვა რომელ გუნდს ჰყავს მბაპე ან ოდნავ მაინც მიმსგავსებული?

აჭარაბეთი: 1 – 5.00; X – 4.00; 2 – 1.65

ევროპაში ამ უქმეებზე სხვა მნიშვნელოვანი ან სახელიანი შეხვედრებიცაა.

გალათასარაი vs ბეშიქთაში (8 მაისი, 21:30)
სად და როგორ ვითარებაშიც არ უნდა იყვნენ, თურქულ გრანდებს შორის დანდობა არ არსებობს და ტემპერატურა მუდამ უმაღლეს გრადუსამდეა აწეული.
თანაც ამ მატჩს მნიშვნელობა არ აქვსო, ვერ ვიტყვით. საქმე ახლა ასეა: პირველი „ბეშიქთაშია“ – 81 ქულა, მეორე „ფენერბახჩე“ – 76 ქულა და მესამეა „გალათასარაი“ – 75 ქულა. დღევანდელი მატჩის ჩათვლით 3 ტურია დარჩენილი. „გალას“ 3 ქულამდე შეუძლია სხვაობა დაიყვანოს, ხოლო „ბეშიქთაშს“ ან ფაქტობრივად გაინაღდოს ჩემპიონობა ან ჰანდიკაპი მაინც შეინარჩუნოს.

აჭარაბეთი: 1 – 2.50; X – 3.45; 2 – 2.70

ფეიენოორდი vs აიაქსი (9 მაისი, 16:30)
მართალია სატურნირო მნიშვნელობა აღარ აქვს, მაგრამ ერთ-ერთი კლასიკაა და ყოველთვის გამორჩეული დაპირისპირებაა. „აიაქსი“ კი უკვე გახდა ჩემპიონი. სამაგიეროდ მე-5 ადგილზე მყოფ როტერდამელებს აქვთ საკუთარი ამოცანა გადასაჭრელი, ისინი „ვიტესს“ უნდა დაეწიონ და კონფერენს ლიგაზე თამაშის უფლება თავად მოიპოვონ.

აჭარაბეთი: 1 – 5.00; X – 4.60; 2 – 1.60

დესერტად:

დინამო ბათუმი vs დინამო თბილისი (8 მაისი, 20:15)

აჭარაბეთის პროგნოზი: ორივე გაიტანს – 1.60; ბათუმი ვერ გაიტანს 2 გოლს – 1.57, ხოლო თბილისი ვერ გაიტანს 2 გოლს – 1.50

ინტრიგა: ხვდებიან ლიდერები (თბილისელები 3 ქულით არიან წინ), ხვდებიან ჩემპიონობის მთავარი ფავორიტები და თამაშია ბათუმის ახალ სტადიონზე (ხელმეორედ იხსნება) და ძალიან მნიშველოვანი – მატჩს მაყურებელი დაესწრება.

აჭარაბეთი: 1 – 2.45; X – 3.20; 2 – 2.75.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რაულმა შესაძლოა ბუნდესლიგის გუნდი ჩაიბაროს

ბარსა, რეალი და ბაიერნი ყველაზე მდიდარ გუნდებში მოხვდნენ: Forbes