in

გიგა ჭიკაძე: მალე დავბრუნდები – მსურს ქამრისთვის ვიბრძოლო

32 წლის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე პირველი ქართველი გახდა, რომელიც UFC-ში წონის top 10-ეულში მოხვდა. ჭიკაძემ ორგანიზიაციაში ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა.

პირველი ქართველი top 10-ში: გიგა ჭიკაძე ქვემსუბუქი წონის ლიდერებშია

ბრძოლის შემდეგ, გიგამ facebook live-ში საინტერესო თემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოქტაგონზე მალე სურს დაბრუნება და უნდა წლის ბოლომდე ქამრის მოსაპოვებლად იბრძოლოს.

“ბრძოლის დასრულებისთანავე UFC-ის მატჩმეიკერებს შონ შელბის, ასევე დანა ვაიტს და ჩემს აგენტს მხოლოდ მომდევნო ბრძოლასა და მეტოქეზე ვესაუბრები. ფაქტობრივად, ყოველ ორ-სამ საათში გვაქვს მოლაპარაკება ამ თემასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მალე საინტერესო სიახლებიით კვლავ გაგახარებთ. მე ყველასთან ბრძოლას ვთანხმდები, ბევრი სპორტსმენი გამოვიწვიე და დარწმუნებული ვარ სულ მალე ახალ ამბებსაც გაგაგებინებთ. სამწუხაროდ, ამ შაბათს ბრძოლას ვერ ჩავატარებ, ძალიან მსურდა და ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ამ ვიქენდზე მებრძოლა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს არ გამოვა. იმედს ვიტოვებ, რომ მიმდინარე თვის ბოლომდე შევძლებ კვლავ ოქტაგონზე გასვლას.

ძალიან მსურს, რომ 2020 წლის მსგავსად მიმდინარე წელსაც ასეთი დაკავებული ვიყო. სატიტულო ბრძოლამდე, რა თქმა უნდა, გარკვეული ეტაპი გასავლელია და მე ეს კარგად მაქვს გააზრებული. არ ვწყვეტ ვარჯიშს და დაუღალავად განვაგრძობ შრომას მიზნის მისაღწევად. კონკრეტულად რამდენია ხანი დამჭირდება იმისათვის, რომ ქამრისთვის ვიბრძოლო, ძნელი სათქმელია, თუმცა, როგორც ხედავთ, რეიტინგში ძალიან სწრაფი ტემპებით მივიწევ მწვერვალისკენ. ეს ყველაფერი მოტივაციას ერთი ორად მიზრდის. ჩემი აზრით, 2021 წლის ბოლომდე თუ ჩემპიონი არა, ტიტულის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ვიქნები”, – თქვა გიგა ჭიკაძემ.

ვიდეო: ქართველი ნინძა შეუჩერებელია – ჭიკაძემ სვანსონი ერთ წუთში დაანოკაუტა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენ ისევ ჩემს გამოყენებას ცდილობ: ცნობილი გახდა როდის ეწყინა მესის

ნეიმარი კარიერის დასრულების შემდეგ პოკერის მოთამაშე გახდება