in

ვილაშ-ბოაში პორტუგალიის რალიზე გამოდის

ცნობილი პორტუგალიელი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში, რომელიც კარიერის განმავლობაში ისეთ გუნდებთან მუშაობდა, როგორიცაა „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „პორტო“, პორტუგალიაში, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს.

ვილაშ-ბოაში ამჟამად უმუშევარია. „მარსელის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი მან გასულ მარტს დატოვა.

რაც შეეხება პორტუგალიის რალის, ვილაშ-ბოაში მონაწილეობას „სიტროენით“, WRC3 კატეგორიაში მიიღებს. პორტუგალიელ სპეციალისტს რბოლებში მონაწილეობის გამოცდილება ადრეც ჰქონია – 2018 წელს ბოაში „დაკარზე“ გამოდიოდა, თუმცა ფინიშის ხაზამდე მიღწევა ვერ შეძლო. ის სერიოზულ ავარიაში მოხვდა, თუმცა რალის მიმართ განსაკუთებული სიყვარული არც ამის შემდეგ დაუკარგავს და მალევე მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოვიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უეფა მზადაა, ის კლუბები, რომლებიც სუპერლიგაზე უარს არ იტყვიან, ევროთასებს 2 წლით ჩამოაშოროს

ევრო 2020-ის ჰიმნი მარტინ გარიქსმა და U2-მ ჩაწერეს: პრემიერა რამდენიმე დღეში იქნება