in

მოასვენეთ ნეიმარი: იტალიაში თასზე დაბალი გუნდები ვეღარ ითამაშებენ – ამბები მოკლედ

კანტე, მაჰრეზი, დიაში და ჰავერცი ჩემპიონთა ლიგის კვირის მოთამაშის პრეტენდენტები არიან.

მაჰრეზის, ბენზემას, მარკინიოსის და მაუნტის გოლები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საუკეთესო გოლის პრეტენდენტები არიან.

მომდევნო სეზონიდან იტალიის თასზე მარტო სერია A-ს და B-ს გუნდები ითამაშებენ. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს გულშემატკივრებისა და ტრანსლატორების მხრიდან ტურნირის მეტი მიმზიდველობისთვის.

მაურისიო სარიმ შესაძლოა „მილანი“ ჩაიბაროს თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდება.

სერია B-ში „პიზას“ ფორვარდი მიკელე მარკონი 10 მატჩით არის დისკვალიფიცირებული „კიევოს“ ფეხბურთელის ჯოელ ობის მიმართ რასიზმის გამოვლენისთვის.

მოურინიოს სურს მატიჩი მიიწვიოს „რომაში“.

პსჟ-ს პრეზიდენტმა „ბარსელონას“ წერილი გაუგზავნ მოთხოვნით თავი დაანებონ ნეიმარს.

პსჟ-მ შეიძლება სალაჰი იყიდოს, თუ მბაპე წავა.

პსჟ არ გამოისყიდის ფლორენცის კონტრაქტს და შეეცდება ორიე გაიფორმოს.

CBS-ის კომენტატორმა დი მარიას გაძევება „სიტისთან“ შეხვედრაში „ლათინოამერიკული ტემპერამენტით“ ახსნა. ჟურნალისტმა ბოდიში მოიხადა.

ობამეიანგმა 4 კილოგრამი დაიკლო მალარიის გამო.

„ტოტენჰემმა“ შესაძლოა გულაჩი გამოისყიდოს „ლაიპციგიდან“.

„მანჩესტერი“ და „ლივერპული“ ფანების გამო ჩაშლილ მატჩს 13 მაისს ითამაშებენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ინგლისურ ფეხბურთს შესაძლოა ფანები დაუბრუნდნენ, ამისთვის ხელისუფლებამ შეზღუდვები უნდა შეამსუბუქოს

კვარაცხელია მწყობრშია და შესაძლოა ამ უქმეებზეც ითამაშოს