ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ორი, 37-ე და 38-ე ტურის მატჩებზე შესაძლოა მაყურებელი დაუშვან. გულშემატკივრები სტადიონზე მოხვდებიან, თუკი ბრიტანეთის ხელისუფლება პანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებს შეამსუბუქებს.
სტადიონებზე ფანების შეზღუდულ რაოდენობას შეუშვებენ. ამასთან, მხოლოდ მასპინძელი გუნდის გულშემატკივრები დაიშვებიან, სტუმარი გუნდის ქომაგები თამაშზე დასწრებას ტექნიკური პრობლემების გამო ვერ შეძლებენ. ლიგას საჭირო პროცედურების გატარება არ შეუძლია.
თუმცა, მასპინძლების გულშემატკივრების დაშვება – ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია და შესაძლოა მომდევნო სეზონზე სტადიონები უკვე სრულად გაივსოს.
„ლივერპულმა“ განაცხადა, რომ სტადიონზე მხოლოდ სეზონური აბონიმენტის მფლობელებს დაუშვებს, ეს დაახლოებით 10 ათასი გულშემატკივარია.
37-ე ტურში ყველა მატჩი 19 მაისს, 38-ე ტურის მატჩები კი 23 მაისს გაიმართება.
in ფეხბურთი
GIPHY App Key not set. Please check settings