in

ლევან ჩილაჩავა 3 წლით კასტრში ითამაშებს

L’Équipe-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების პირველხაზელი ლევან ჩილაჩავა “მონპელიედან” “კასტრში” გადავიდა. ჩილაჩავა “კასტრს” 3-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა და ის უკვე შეუერთდა ახალ კლუბს. 

29 წლის მორაგბეს “მონპელიესთან” კონტრაქტი ივნისის ბოლოს ეწურებოდა, თუმცა ოქიტანიურმა კლუბმა მას დაუყოვნებლივ მისცა გადასვლის ნებართვა. ასე რომ, თუ “კასტრი” პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს, ჩილაჩავას ამ სეზონშივე შეეძლება ახალ გუნდში თამაში. “მონპელიე” ქართველ მორაგბეს ოფიციალურად დაემშვიდობა და ახალ კლუბში წარმატებები უსურვა.

ამ სეზონში ჩილაჩავა იშვიათად თამაშობდა – სულ 7 მატჩი Top 14-ში და ჩელენჯ თასზე. “კასტრში” კი, ბურჯების საკადრო პრობლემებია, ტრავმირებულები არიან: ტუდორ სტრო, ვეიან დე ბენედეტისი და ლუკა პოინტუდი.

დღეისათვის “კასტრი” 55 ქულით Top 14-ში მე-7 ადგილზეა.

ჩილაჩავას საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 54 მატჩი აქვს ჩატარებული.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს ყოფილი მწვრთნელი სლოვაკეთის ჩემპიონს გაწვრთნის

ვიდეო: აზარი ჩელსის ფეხბურთელებთან იცინოდა – მადრიდის ფანები გაცოფებულები არიან