საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის “ლოკომოტივის” მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა შესაძლოა კარიერა ისტორიულ ესპანურ კლუბში – “ვალენსიაში” გააგრძელოს. ინფორმაციას თავად ესპანური მედია ავრცელებს. წყაროს ცნობით, 20 წლის ქართველი მეკარე ღამურების სარეზერვო გუნდში “ვალენსია მესტალიაში” ითამაშებს.
ადგილობრივი მედია წერს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, “ვალენსიას” უნაი ეჩებერია და ემილიო ბერნარდი დატოვებენ, რომლებიც სარეზერვო გუნდის მეკარეები იყვნენ. “ღამურები” მეორე გუნდში მათი აღზრდილი ჩარლი პერესის დაწინაურებას განიხილივენ, მეორე მეკარედ კი, ქართველი ტალანტი სურთ.
გიორგი მამარდაშვილი თბილისის “დინამოს” საკუთრებაა, მაგრამ ის იჯარის წესით თბილისის “ლოკომოტივში” თამაშობს. მან თავი გასულ ზაფხულში ევროპა ლიგაზე მოსკოვის “დინამოსთან” ჩატარებულ შეხვედრაში გამოიჩინა. უეფამ მამარდაშვილი 2021 წლის 50 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გერმანული Transfermarket-ის განახლებული მონაცემებით, გიორგი მამარდაშვილი ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.
მამარდაშვილი ეროვნულ ლიგაში ყველაზე ძვირია: გაგნიძის ფასი საგრძნობლად გაიზარდა
ჯანლუკა დი მარციო: მამარდაშვილი ევროპაში წასავლელად მზადაა
GIPHY App Key not set. Please check settings