in

ვიდეო: მესიმ მთელი ბარსა შინ დაპატიჟა ატლეტიკოსთან მატჩამდე

„ბარსელონას“ კაპიტან ლეო მესის ძალიან უნდა ლა ლიგის მოგება, ამიტომაც გუნდში საბრძოლო სულის ამაღლებაზე იზრუნა. „ვალენსიასთან“ საგარეო მოგების შემდეგ ლეომ პარტნიორები შინ მიიპატიჟა და გუნდური სადილი მოაწყო. ასე აღნიშნეს კატალონიელებმა „მესტალიაზე“ მოპოვებული მნიშვნელოვანი 3 ქულა და ემოციებით დაიმუხტდნენ „ატლეტიკოსთან“ ომის წინ.

როგორც Sport წერს, მესი შეშფოთებულია გუნდში არსებული ატმოსფეროთი და ძალიან უნდა თასს ქვეყნის ჩემპიონობაც მიაყოლოს. ამიტომაც თანაგუნდელების ერთად მუშტად შეკვრის მიზნით ისინი თავისთან დაპატიჟა. როგორც ჩანს, ფეხბურთელებმა კარგი დრო გაატარეს. ერთი ხანობა არგენტინელის ვილადან შეძახილები ისმოდა – „ჩემპიონები-ჩემპიონები, ოლე-ოლე-ოლე“.

„ბარსელონას“ გადამწყვეტი მატჩი შაბათს ელის ლიდერ „ატლეტიკოსთან“ (35-ე ტური). თუ „ბარსამ“ მოიგო, პირველ ადგილზე გადავა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია ბაიერნის სამიზნეა, თუმცა ქართველი გლადბახმა ახლოს გაიცნო

რუსეთის მწვრთნელი: ქართველებს მასპინძლის სტატუსი აქვთ, თან საოცარი თაობა ჰყავთ