in

ბასილაშვილი 4 საფეხურით დაწინაურდა და რეიტინგში 31-ეა

საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც პრო ტურში 2014 წლიდან ასპარეზობს, ATP-ის მეხუთე ტიტული მოიგო კარიერაში. ნიკამ მიუნხენის 250-იან მასტერსზე ბრწყინვალე ჩოგბურთი აჩვენა, ფინალამდე სეტწაუგებლად მივიდა და ფინალშიც გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი 6:4; 7:6 დაამარცხა.

სეტის წაუგებლად: ბასილაშვილმა მიუნხენში მეხუთე ტიტული მოიგო

მიუნხენის ტურნირის გამარჯვებით ბასილაშვილმა 21 665 ევრო და მერვე სერიის BMW-ს მარკის ავტომობილი მიიღო.

სოლიდურ თანხასთან ერთად ბასილაშვილმა მერვე სერიის BMW მოიგო

გარდა ამისა, ქართველმა ჩოგბურთელმა 250 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და ATP-ს განახლებულ რეიტინგში 31-ე ადგილს იკავებს. შეგახსენებთ, რომ ნიკას საუკეთესო მაჩვენებელი მსოფლიო რეიტინგის მე-16 ნომრობა იყო.

მომდევნო ტურნირი, რომელშიც ნიკა იასპარეზებს მადრიდის 100-იანი მასტერსია. მადრიდში თიხის მეფე რაფაელ ნადალიც იასპარეზებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტენერიფე მოულოდნელად დამარცხდა, მაგრამ შერმადინი მაინც საუკეთესო იყო

ვიდეო: მონაკო-ლიონი – ფეხბურთელებმა მასობრივი ჩხუბი მოაწყვეს