„ინტერი“ ოფიციალურად გახდა იტალიის ჩემპიონი. კონტეს გუნდმა შეწყვიტა „იუვენტუსის“ ჰეგემონია. კლუბისთვის ეს პირველი ჩემპიონობაა 2009/10 წლების შემდეგ და პირველი ტროფეი 2011-ის შემდეგ: მაშინ იტალიის თასი აიღეს.
9 წელი დასრულდა: როგორი იყო სერია A-ს ბოლო სეზონი, როდესაც ჩემპიონი იუვენტუსი არ ყოფილა
ინტერი იტალიის ჩემპიონია: იუვეს საქმე მისალოცად გაუხდა – პირველად 11 წლის შემდეგ და კონტეს 4 სკუდეტო
მილანი და მთელი ლომბარდია შეზღუდვების ყვითელ ზონაშია: 26 აპრილიდან გაიხსნა რესტორნებისა და ბარების საზაფხულო ტერასები, მუშაობს მუზეუმები, დაშვებულია სუფთა ჰაერზე სპორტით დაკავება. თუმცა მასობრივი ღონისძიებები ისევ კითხვი ნიშნის ქვეშაა.
მასობრივი ღონისძიებები ნიღბების გარეშე მით უმეტეს არ შეიძლება, მაგრამ გაგიჟებულ ფანებს ვინ დააწყნარებს.
სტადიონებზე კი ჯერ არ შეიძლება. ხელისუფლება აპირებდა მაისიდან შეშვებას, მაგრამ გადაიტანეს. პირველი მატჩი მაყურებლებთან ერთად იტალიის თასის ფინალი იქნება. 19 მაისს სულ რაღაც ათას გულშემატკივარს აყურებინებენ ცოცხლად ფეხბურთს.
იმედოვნებენ, რომ ხალხს იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურზეც შეუშვებენ. თუ ასე მოხდა, 23 მაისს ფანების ნაწილი „ჯუზეპე მეაცეზეც“ აღნიშნავს ჩემპიონობას და ანტიკოვიდურ შეზღუდვებსაც არ დაარღვევენ.
GIPHY App Key not set. Please check settings