გერმანიის ქალაქ მიუნხენში BMW-ს ღია ჩემპიონატი მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეობას საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი იღებდა.
ნიკამ მთელი ტურნირი შესანიშნავად იასპარეზა და ფინალში სეტის წაუგებლადაც გავიდა.
სოლიდურ თანხასთან ერთად ბასილაშვილმა მერვე სერიის BMW მოიგო
პირველ წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა ბრაზილიელი ტიაგო მონტეირო 6:2, 6:3 დაამარცხა, მეორე წრეში კი კოლუმბიელ დანიელ ელაჰი გალანს 6:4, 6:2 სძლია.
მეოთხედფინალში ნიკა სლოვაკ ნორბერტ გომბოსს დაუპირისპირდა. შეხვედრის პირველი სეტი ჩოგბურთელებმა 30 აპრილს წვიმის გამო ვერ დაასრულეს და მატჩი გუშინ, 1 მაისს გაგრძელდა, თუმცა ნიკამ სლოვაკ მეტოქეს გაგრძელებულ მატჩშიც უპრობლემოდ, ანგარიშით 6:4, 6:4 სძლია. ნახევარფინალში კი, იმავე დღეს ნორვეგიელ კასპერ რუდს შეხვდა, რომელსაც ასევე უმარტივესად 6:1, 6:2 მოუგო და ფინალში გავიდა.
ფინალში ბასილაშვილის მეტოქე გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი გახლდათ, რომელიც ორ სეტში, ანგარიშით 6:4; 7:6(7:5)
სეტი ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრეიქით დაიწყო და მეტოქის ჩაწოდებაზე ანგარიშით 4:2 იგებდა, თუმცა მატჩი წვიმის გამო შეწყდა და ზუსტად ნახევარსაათში განახლდა.
განახლების შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად ითამაშა და პირველი სეტიც მარტივად, ანგარიშით 6:4 მოიგო.
მეორე სეტი შტრუფმა გეიმის მოგებით დაიწყო, რასაც ბასილაშვილმა ასევე საკუთარი გეიმის მოგებით უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. ყველაზე რთული მეექვსე გეიმი გამოდგა, როდესაც ბასილაშვილის ჩაწოდებაზე შტრუფს ერთი ბრეიქპონტი ჰქონდა. თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა გეიმი შემოატრიალა, მისი ჩაწოდებაც მოიგო და ანგარიში კვლავ გაათანაბრა – 3:3.
მეორე სეტში კარგად ითამაშა გერმანელმა ჩოგბურთელმაც, რომელმაც საკუთარი ჩაწოდება არ დათმო.
ტაი-ბრეიქში კი, ნიკამ და იანმა თითო-თითო მინიბრეიქები გაცვალეს, თუმცა საბოლოოდ შეცდომა კვლავ შტრუფმა დაუშვა და ბასილამაც ATP-ის მეხუთე ტიტული მოიგო.
“ძალიან რთული მატჩი იყო. ჩემი მეტოქე საკმაოდ მებრძოლი ჩოგბურთელია. საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ. აქ პირველი ტიტული მოვიპოვე და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს სამომავლოდ თავდაჯერებულობას უფრო მეტად შემმატებს. დოჰაშიც კარგი გამოსვლა მქონდა და ვაპირებ, რომ მომდევნო გათამაშებებზეც მაღალ დონეზე ვიასპარეზო. ფიზიკური თვალსაზრისით, არანაირი პრობლემა არ მაქვს, შესაბამისად, ამის წინაპირობა გამაჩნია”, – განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.
ბასილაშვილი ტურნირის შედეგებით, 4 საფეხურით წინ აიწევს და ATP-ის რეიტინგში 31-ე ოგანი გახდება.
GIPHY App Key not set. Please check settings