in

მესიმ ახალი რეკორდი დაამყარა: მისი ბუცები საოცარ ფასად გაიყიდა

მესის რეკორდები თითქოს წარსულ უნდა ჩაბარდეს და მეტი რაღა რეკორდი უნდა დაამყაროს, მაგრამ ლეომ შემთხვევით კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა. არგენტინელი ფეხბურთელის ბუცები აუქციონზე თითქმის 150 ათას ევროდ გაიყიდა – არასოდეს არავის საფეხბურთო ფეხსაცმლისთვის აუქციონზე ამდენი არ გადაუხდია.

ბუცები, რომლითაც მესიმ სარეკორდო გოლი გაიტანა, ხელოვნების მუზეუმში გამოფინეს

უფრო ზუსტი თუ ვიქნებით ბუცები 143 ათას ევროდ გაიყიდა. შემოსული თანხა წავა კატალონიის უნივერსიტეტის საავადმყოფოში Vall d’Hebron.

ბუცები, რომლითაც მესიმ პელეს რეკორდი მოხსნა, აუქციონზე გაიყიდება: ფული დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება

ეს ისტორიაში შესული ბუცები მესიმ ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში ჩაიცვა „ვალიადოლიდთან“ თამაშისას (3:0). ამ მატჩში არგენტინელმა „ბარსას“ რიგებში 664-ე გოლი გაიტანა და პელეს რეკორდი მოხსნა, ერთ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით.

ბუცებზე ლეომ ავტოგრაფი დატოვა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პრემიერლიგა – ოფიციალურად მსოფლიოს საუკეთესო ლიგაა: ესპანეთის 8 წელი დამთავრდა

რეალს ლევანდოვსკი აინტერესებს: ბაიერნი მეგოლეს 60 მილიონად შეელევა