in

პრემიერლიგა – ოფიციალურად მსოფლიოს საუკეთესო ლიგაა: ესპანეთის 8 წელი დამთავრდა

„მანჩესტერის“ მიერ ევროპის ლიგაზე „რომას“ განადგურების შემდეგ (6:2), ინგლისი უეფას კოეფიციენტების ცხრილში პირველ ადგლზე გადავიდა. მეტიც, პირველობა გარანტირებული აქვს სეზონის შედეგებითაც.

ამჟამად ინგლისელები ესპანელებს 1.571 ქულით გაექცნენ, მათი დაწევის შანსი არავის აქვს. ინგლისი პირველი დარჩება იმ შემთხვევაშიც თუ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, „ვილიარეალი“ ევროპა ლიგის ფინალში გავა, ხოლო ინგლისური გუნდები ნახევარფინალებიდან გაცვივდებიან.

იძლევა რაიმე რეალურ უპირატესობას ეს პირველი ადგილი? სინამდვილეში არც არაფერს. 1-4 ადგილები ერთნაირია, უბრალოდ ინგლისმა ესპანეთის ჰეგემონია შეწყვიტა, რომელიც ბოლო 8 წელი გრძელდებოდა. ამაზე ხანგრძლივად სერია ა იყო პირველი, 1990-იან წლებში – 9 წელიწადი.

ესპანური ლიგა კოეფიციენტების ცხრილის არსებობის ისტორიაში (1980 წლიდან) მხოლოდ 3 სეზონი არ ყოფილა ტოპ 4-ში. ადრე კოეფიციენტები სხვანაირად ითვლებოდა, პრივილეგიები არ იყო და ცხრილში ჩამოწევის შანსი მეტი იყო.

აი XXI საუკუნეში (XX-ის ბოლოდანაც) ესპანეთი დომინირებდა: 1990/00 წლებიდან 8 წელი პირველი იყო, მერე 5 წლით ინგლისს დაუთმო და მერე ისევ 8 წლით დაუბრუნდა პირველობას.

ეს სეზონი ინგლისისთვის საუკეთესოა. ინგლისურმა კლუბებმა მოაგროვეს 22,785 ქულა (ფინალში გასვლამდე, მარტო პირველი ნახევარფინალების ჩათვლით) და ამით 2018/19 წლების საკუთარი რეკორდი გადაფარეს – 22,642.

ამ სეზონში საუკეთესო ინგლისური გუნდი ევროთასებზე „სიტია“, რომელმაც 32 ქულა მოაგროვა და ეს 4.571 ბალად იქცა. „ჩელსი“ მეორეა, მესამე ადგილს იყოფენ „ლივერპული“ და „მანჩესტერი“. „არსენალი“ მხოლოდ მეხუთეა, მაგრამ სამაგიეროდ უსწრებს „ტოტენჰემს“ და „ლესტერს“.

მეტიც, თუ ინგლისელები წარმატებით დაასრულებენ სეზონს, შეძლებენ ქულების საერთო რეკორდიც გააუმჯობესონ, რომელიც ესპანეთმა 2015/16 წლებში აჩვენა – 23,928.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მანუჩარ მარკოიშვილი: გადაჭარბებული მოლოდინი არ უნდა შევიქმნათ – პროგრამა მინიმუმი ჯგუფიდან გასვლაა

მესიმ ახალი რეკორდი დაამყარა: მისი ბუცები საოცარ ფასად გაიყიდა