2022 წლის სექტემბერში თბილისში დიდი საკალათბურთო ზეიმი გველის. ჩვენი ქვეყანა ევრობასკეტის ერთ-რთ ქვეჯგუფს უმასპინძლებს. ბერლინში გამართულმა წილისყრამ საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაარკვია. თბილისის ახალ დარბაზში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ესპანეთს, ასევე რუსეთს, თურქეთს (წინასწარ იყო ცნობილი), ბელგიას და ბულგარეთს ვიხილავთ.
თბილისში რუსები მოდიან: ევრობასკეტი დაკომპლექტდა – საქართველო რთულ ჯგუფშია
ევრობასკეტის ჯგუფების წილისყრა
წილისყრის შედეგების შესაფასებლად და ჩვენს მეტოქეებზე სასაუბროდ Sport4me.ge ვეტერან ქართველ კალათბურთელს და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტ მანუჩარ მარკოიშვილს ესაუბრა.
“ნამდვილად რთული ჯგუფია და ძალიან ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ გვიწევს თამაში. ესპანეთი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, რუსეთს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, თურქეთი კარგად პროგრესირებადი ახალგაზრდა კალათბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრებია და ამათ წინააღმდეგ მძიმე თამაშები გვექნება. ბელგია და ბულგარეთი ამ სამეულთან შედარებით სუსტი მეტოქეები არიან, მაგრამ ეს ევრობასკეტია და ყველა განსაკუთრებული მოტივაციით და ძალისხმევით თამაშობს, მით უმეტეს ბულგარეთი პირველად მოხვდა ამ ტურნირზე, შესაბამისად არავისთან მოდუნება არ შეიძლება.
ჩვენ საკუთარ კედლებში, ქართველი გულშემატკივრების თვალწინ ვთამაშობთ და მათი დახმარებით უნდა შევეცადოთ კარგი თამაში ვაჩვენოთ.
ტურნირს მთავარია ყველა კალათბურთელი ოპტიმალურ ფორმაში შეხვდეს. მიზნებზე საუბარი ახლა არ გვინდა და იმის თქმითაც ნუ მოვიტყუებთ თავს, რომ ჩვენ სამეულისთვის ვიბრძოლებთ. უმთავრესი მიზანია ჯგუფიდან გავიდეთ და შემდეგ ეტაპობრივად ვნახოთ რა და როგორ იქნება. თითოეული მატჩისთვის ინდივიდუალურად უნდა მოვემზადოთ და ყველასთან ვიბრძოლოთ. მთავარია, წინასწარ გადაჭარბებული მოლოდინი არ შევიქმნათ, ისე კი, ბრძოლა ყველასთან შეიძლება”. – აღნიშნა ჩვენთან საუბარში მანუჩარ მარკოიშვილმა.
ევრობასკეტი 2022 წელს 1-18 სექტემბერს გაიმართება.
ალექსანდრე ფევაძე: ურთულესი ჯგუფია, მაგრამ საკუთარი კედლების ფაქტორი უნდა გამოვიყენოთ
GIPHY App Key not set. Please check settings