უეფა საკუთარი სამედიცინო კომისიის მეშვეობით ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.
ოქმი ითვალისწინებს ფეხბურთელების სავალდებულო ვაქცინაციას, იუწყება Corriere dello Sport.
უეფას გეგმის თანახმად, საუბარია 600 ფეხბურთელის ვაქცინაციაზე – 25 ფეხბურთელზე თითოეულ გუნდში, სულ კი მოგეხსენებათ 24 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ბუნებრივია აიცრებიან მონაწილე გუნდების ტექნიკური და ხელმძღვანელი პერსონალიც.
ევროპის ჩემპიონატი 2020 წლის 12 ივნისიდან 12 ივლისამდე უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო გადადეს. წელს, ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და ერთ თვეში, 11 ივლისს დასრულდება.
უეფამ დაასახელა ქალაქები, სადაც ევრო 2020-ზე მაყურებლები იქნებიან
GIPHY App Key not set. Please check settings