მადრიდის „ატლეტიკომ“ ვერ ისარგებლა მისი ორი მთავარი მდევარის ურთიერთშეხვედრით და თავისი მატჩის მოგება ისევ ვერ შეძლო. მეტოქე არ ყოფილა ხელწამოსაკრავი, მაგრამ ახლა ისეთი გადამწყვეტი თამაშების დრო დადგა, რომ ამდენი ქულის დაკარგვა არაფრით არ შეიძლება. ახლა ათლეტები „რეალს“ 1 ქულით უსწრებენ (67 – 66) და 2 ქულით „ბარსელონას“ (65 ქულა). ლა ლიგაში დარჩა 8 ტური და სამივე გუნდს 8 ფინალი ელოდება.
„ატლეტიკომ“ ბოლო 5 შეხვედრაში მხოლოდ 2 მოიგო (შედარებისთვის, „რეალმა და „ბარსამ“ 4-4), ხოლო ბოლო ორ მატჩში ერთბაშად 5 ქულა დაკარგა და 5-ვე სევილიურ გუნდებთან. მოკლედ, ბოლო გამოფხიზლების დროა.
რეალმა კლასიკო მოიგო და ბარსას გადაასწრო
აი მე-4 ადგილის ბედი კი ალბათ გადაწყვეტილია, საჩემპიონთალიგო საგზური „სევილიას“ დარჩება, რომელიც საგრძნობლად უსწრებს მდევრებს და „სოსიედადს“, „ბეტისს“, „ვილიარეალსა“ უფრო ევროპალიგის საგზურისთვის მოუწევთ კინკლაობა.
თავის ამბავში უმნიშველოვანესი თამაში მოუგო „უესკამ“ „ელჩეს“ (3:1), რითაც გასავარდნ ზონაში ადგილი გაუცვალა. საშინაო მატჩები წააგეს „ხეტაფემ“ და „ვალიადოლიდმა“ და ცხრილის ქვემოთაც კაი გვარიანად ჩამოცხა.
„ბარსელონას“ არასოდეს არ მოუგია ლა ლიგა, როდესაც ერთ სეზონში „რეალთან“ ორჯერ აგებდა.
შეწყდა „ბარსელონას“ 19-მატჩიანი წაუგებელი სერია ლა ლიგაში. გუნდი დეკემბრის შემდეგ არ მარცხდებოდა.
„რეალი“ არ აგებს 13 მატჩია: 11 მოგება და 2 ფრე.
„რეალმა“ კლასიკოში ჯარიმიდან პირველად გაიტანა 2000 წლის შემდეგ.
ბენზემას ლა ლიგაში ჩატარებულ 9 კლასიკოში გოლი ვერ გაჰქონდა და ახლა ეს სერია შეწყვიტა. მას 19 (10+9) ქულა აქვს „ბარსასთან“ 36 მატჩში.
ბენზემამ ბოლო 7 ტურში მოახერხა გოლების გატანა, სულ 9.
ზიდანი “რეალის” პირველი მწვრთნელია, რომელმაც 1979 წლის შემდეგ ზედიზედ 3 კლასიკო მოიგო.
კლასიკოს დანარჩენი ფაქტები იხილეთ აქ
ბოლო კლასიკოებს რეალი იგებს: მესის 7 გასროლა, 21 წელი ჯარიმის გარეშე და კლასიკოს საინტერესო ფაქტები
ლა ლიგა – 30-ე ტური
რეალი – ბარსელონა 2:1
უესკა – ელჩე 3:1
ხეტაფე – კადისი 0:1
ბილბაო – ალავესი 0:0
ეიბარი – ლევანტე 0:1
ვილიარეალი – ოსასუნა 1:2
ვალენსია – სოსიედადი 2:2
ვალიადოლიდი – გრანადა 1:2
ბეტისი – ატლეტიკო 1:1
ორშაბათი, 12 აპრილი
სელტა – სევილია
GIPHY App Key not set. Please check settings