in

ვიდეო: წლის მსახიობი – მეტოქეს ბურთი თავში მოარტყა და უჰ, ვინ იყო ნეტა, მაცოდინაო…

„პორტსმუთი“ და „უიგანი“ ერთ დროს პრემიერლიგაში ჭიდაობდნენ, ახლა კი ლიგა 1-ში ცოდვილობენ – ინგლისის რანგით მესამე ლიგაში. „პორტსმუთი“ მეოთხე დივიზიონში გავარდნის საფრთხის წინაშსეა, „უიგანი“ კი ჩემპიონშიპისკენ აპარებს თვალს.

ურთიერთშეხვედრაში „პორტსმუთმა“ კი მოიგო (1:0 გასვლაზე), მაგრამ აქ მთავარი გოლი არ არის, არამედ შესაქცევი ინციდენტი მცირე შეხლა-შემოხლისას. „პორტსმუთის“ მცველმა ლი ბრაუნმა ბურთი ისროლა, რომელიც ზიმბაბველ ტენდაიე დარიკვეს მოხვდა.

მერე კი იყო წლის საუკეთესო სამსახიობო ოსტატობა:

სიტუაცია ნათლად იხილა ბენ კლოუზმა, მაგრამ პარტნიორი არ ჩაუშვა და მხოლოდ გაეცინა.

სხვათა შორის, ბურთისროლია ბრაუნს 1 გოლი აქვს გატანილი 104 მატჩში და როგორც ჩანს, მას ხელით სროლა უკეთ ეხერხება, ვიდრე ფეხით დარტყმა.

აგერ კიდევ ერთი რაღაც ამდაგვარი:

ვიდეო: წლის ყველაზე სასაცილო სიმულაცია – გაიცანით როსბინ რამოსი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მსოფლიოს უძვირფასესი ფეხბურთელის მდიდრული ცხოვრება – კილიან მბაპე

უეფას ფეხბურთელების ვაქცინაციის გეგმა აქვს: ევროპის ჩემპიონატამდე ყველა უნდა აიცრას