ყაზანის “რუბინისა” და საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მთელ რიგ იტალიურ კლუბებს სურთ.
გარდა აქამდე დასახელებული “მილანის”, “იუვენტუსისა” და “ნაპოლისა”, 20 წლის ქართველს ასევე აკვირდებიან “ინტერი” და “ატალანტა”, – წერს TMW.
იტალიური წყაროც ადასტურებს: როსონერის კვარაცხელია სურს
ხვიჩას აგენტი მილანთან და იუვენტუსთან მოსალაპარაკებლად მიდის: კვარაცხელიას კალაძე ეხმარება
ფეხბურთელის გარემოცვასთან პირველი კონტაქტისას გაირკვა, რომ გარიგება 15-20 მლნ ევროდ ფასდება. ამასთან, მნიშვნელოვან როლს თამაშობს მაღალი საკომისიო თანხა, რომელსაც კვარაცხელიას წარმომადგენლები ითხოვენ.
კვარაცხელია კალაძის გზაზე: ხვიჩას სანაცვლოდ რუბინი 19 მილიონს ითხოვს
ხვიჩამ 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მისცა რუსეთის ჩემპიონატის 21 მატჩში. მასზე დაჯარიმების გამო “რუბინის” სასარგებლოდ რამდენიმე პენალტიც დაინიშნა.
ხვიჩამ მშვენივრად ითამაშა საქართველოს ნაკრების მარტის შეხვედრებშიც, როდესაც თითო გოლი გაუტანა ესპანეთს და საბერძნეთს.
იტალიური კლუბების გარდა, ქართველი ფეხბურთელის მიმართ დაინტერესებაზე აქტიურად დაიწერა დორტმუნდის “ბორუსიას” და მიუნხენის “ბაიერნის” მხრიდან.
ბაიერნი კვარაცხელიას ტრანსფერით დაინტერესდა: ამას უკვე გერმანელებიც წერენ
GIPHY App Key not set. Please check settings