პირველი ოქროს მედალი მოსკოვიდან. რუსეთის დედაქალაქში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს მედლები 89 კგ-ში გათამაშდა. ფიცარნაგზე ქართველი რეზი დავითაძე წარდგა და აკვრაში ოქროს მედალიც მოიპოვა.
ატაცში რეზიმ პირველ მისვლაზე 166 კგ დაძლია, მეორედ 171 კილოგრამიან შტანგასაც გაუმკვლავდა. მესამე მისვლაზე კი, 176 კილოგრამი ვერ აწია და პირველ დისციპლინაში ვერცხლის მედალს დასჯერდა.
აკვრაში რეზიმ ჯერ 198 კილოგრამი დაძლია, შემდეგ 203. მართალია, 205 კილოგრამიანი შტანგა ხელიდან გაუვარდა, მაგრამ აკვრაში ოქროს მედალი მაინც მას დარჩა.
ორჭიდის ჯამში დავითაძემ 374 კგ დააფიქსირა და ვერცხლს დასჯერდა.
GIPHY App Key not set. Please check settings