in

ასეთი დამთხვევა სად გაგონილა: გრიზმანს მესამე შვილი შეეძინა და ისიც…

“ბარსელონას“ ფრანგი თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი მესამედ გახდა მამა. ამის შესახებ ფეხბურთელმა ტვიტერზე დაწერა.

„ალბა გრიზმანი, 8 აპრილი, 2021 წელი, 10:24“ – ამცნო ბედნიერმა მამამ სამყაროს.

სწორედ ამის გამო გამოტოვა გრიზმანმა „ბარსას“ დღევანდელი ვარჯიში. კლუბმა განაცხადა, რომ პირადი მიზეზებით ფეხბურთელს განთავისუფლების ნება დართეს. ის გუნდის განკარგულებაში ხვალ დაბრუნდება, რადგან მადრიდში წასვლამდე ბოლო ვარჯიშში მონაწილეობა მიიღოს.

ყველაზე საინტერესო ამ ამბავში კი ის გახლავთ, რომ გრიზმანის ყველა შვილი… ერთ დღეს დაიბადა: ქალიშვილი მია 2016 წლის 8 აპრილს მოევლინა ქვეყნიერებას, 3 წლის შემდეგ, 2019 წლის 8 აპრილს ვაჟი ამარო დაიბადა. ახლა კი ალბა.

მიასთან

ამაროსთან

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი მიქაუტაძე: ნაკრებში დებიუტი ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებთან არის დაკავშირებული

1 ოქრო და 2 ვერცხლი მოსკოვიდან: რეზი დავითაძე აკვრაში ევროპის ჩემპიონია