in ,

გიორგი მიქაუტაძე: ნაკრებში დებიუტი ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებთან არის დაკავშირებული

ფრანგი ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სამი მატჩი გამართა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდი ორში დამარცხდა და მხოლოდ საბერძნეთთან შეძლო ქულის მოპოვება, თამაშის ხარისხით საქართველოს ნაკრებმა ქომაგებს იმედის ნაპერწკალი გაგვიჩინა, რომ ფეხბურთის თამაში შეგვიძლია.

საქართველოს ნაკრებში ბევრი ახალი სახეა, მათ შორის გამორჩეული ბელგიური “სერენის” თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძეა. იგი საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა, თეორიულად ამ ქვეყნის ნაკრებში თამაშის უფლებაც ჰქონდა, მაგრამ გიორგიმ ისტორიული სამშობლო გადაწყვიტა.

გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებზე კომენტარი ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდთან გააკეთა.

“საქართველოს ნაკრებში გამოძახებით ძალიან ბედნიერი ვიყავი. იქ ყველა თბილად დამხვდა. ძალიან რთული და გრძელი გზის გავლა მომიწია. დაახლოებით 10-11 საათი დამჭირდა სანამ დანიშნულების ადგილამდე ჩავაღწევდი.

ნაკრებში პირველი მოწვევა ყოველთვის ემოციებთან არის დაკავშირებული. ძალიან საჭირო და სასიამოვნო გამოცდილება მივიღე. მწვრთნელი მენდო და შვედეთთან შეცვლაზე შევედი.

სამწუხაროდ შვედეთთან მატჩში მცირე ტრავმა მივიღე და კლუბში დაბრუნება მომიწია. საბედნიორდ, ახლა კარგად ვარ და ინტენსიურ ვარჯიშებსაც შევუდექი. ამ ეტაპზე მხოლოდ “სერენზე” ვფიქრობ. მიზანს უნდა მივაღწიოთ და წელს უმაღლეს დივიზიონში გადავიდეთ”, – თქვა გიორგი მიქაუტაძემ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბორჯღალოსნების კაპიტანი მომავალ ბორჯღალოსნებთან

ასეთი დამთხვევა სად გაგონილა: გრიზმანს მესამე შვილი შეეძინა და ისიც…