„ბარსელონას“ ფეხბურთელებმა კატალონიელთა კაპიტანს ლიონელ მესის ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩის წინ სამახსოვრო სუვენირი აჩუქეს.
საჩუქარი არგენტინელს კლუბში რეკორდული რაოდენობის მატჩების ჩატარებისთვის გადასცეს.
მესის აჩუქეს „ბარსას“ 2004/05 წლევის სეზონის მაისური – სწორედ ამ წელს შედგა ლეოს დებიუტი კლუბში. მაისურზე კატალონიელთა ისტორიაში ყველაზე ლეგენდარული ფეხბურთელების ავტოგრაფებია დატანილი.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ჩავის რეკორდი „რეალ სოსიედადის“ წინააღმდეგ 21-ე ტურის მატჩში მოხსნა (767 თამაში).
767 – მესი ჩავის რეკორდი გაიმეორა
მიმდინარე სეზონზე მესიმ „ბარსასთან“ ერთად 27 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა ჰქონდა.
GIPHY App Key not set. Please check settings