in

Forbes-მა სპორტული კლუბების ყველაზე მდიდარი მფლობელები დაასახელა

ჟურნალმა Forbes სპორტული კლუბების ყველაზე მდიდარი მფლობელების რეიტინგი შეადგინა.

პირველ ადგილს ინდოელი მილიარდერი მუკეშ ამბანი იკავებს. მის მფლობელობაშია კრიკეტის კლუბი „მუმბაი ინდიანსი“. მილიარდერის ქონება კი 71,4 მილიარდ ევროდაა შეფასებული. აღსანიშნავია, რომ მუკეშის კაპიტალი უკანასკნელი წლის განმავლობაში 130%-ით გაიზარდა.

მეორე პოზიციაზე „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ პატრონი სტივ ბალმერია და მისმა ქონებამ 58 მილიარდ ევროს გადააჭარბა.

მდიდართა სიაში მესამეა დენიელ გილბერტი, NBA-ს კლუბის „კლივლენდ კავალერსის“ მფლობელი და მისი ქონება 43,9 მილიარდი ევროა.

საფეხბურთო კლუბების მფლობელთა შორის ყველაზე მდიდარი მილიარდერი ფრანსუა პინოა. პინო „რენის“ მეპატრონეა და მისი ქონება 35,7 მილიარდ ევროს შეადგენს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელიას სატრანსფერო ამბებს მინისტრიც გამოეხმაურა: ხვიჩა წლის აღმოჩენაა

ვიდეო: მესის თანაგუნდელებმა განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთეს