in ,

კვარაცხელიას სატრანსფერო ამბებს მინისტრიც გამოეხმაურა: ხვიჩა წლის აღმოჩენაა

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ლიდერის ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ მიმდინარე ამბებმა თათრეთის სპორტის მინისტრის ვლადიმირ ლეონოვის ყურადღებაც მიიპყრო. ლეონოვმა R-Sport–თან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ყველას სურვილია კვარაცხელია “რუბინში” დარჩეს, მაგრამ წლის აღმოჩენის ევროპულ გრანდში გადასვლა კლუბისთვისაც სასარგებლო იქნება.

“ვფიქრობ, არა მარტო ჩემი, არამედ “რუბინის” თითოეული გულშემატკივრის სურვილია ხვიჩა ჩვენთან დარჩეს. ეს ბიჭი ნამდვილი აღმოჩენაა და ამ სეზონში ყაზანელთა გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია. სასიამოვნოა, რომ მან ყაზანში თავი ასე გამოიჩინა. კვარაცხელია თავადაც კარგი და დადებითი ადამიანია. შემდეგი გადაწყვეტილება მასზეა დამოკიდებული, თუ ევროპულ გრანდში ითამაშებს, ეს მისთვის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი კლუბისთვისაც. კლუბის გენერალური მენეჯერის სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ის ამ სეზონში ნამდვილად ჩვენთან ითამაშებს. გარდა ამისა, ვფიქრობ, გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებენ, „რუბინი” სეზონს როგორ დაასრულებს“, – განაცხადა ლეონოვმა.

20 წლის ქართველი თავდამსხმელი ყაზანურ კლუბში 2019 წლიდან თამაშობს. „რუბინში“ 2019 წელს მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ „რუბინის“ ფორმით ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი, გააკეთა 4 საგოლე პასი და 5-ჯერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

იური სიომინი: კვარაცხელია ესპანეთს და ჰოლანდიას უფრო შეეფერება

ხვიჩა კვარაცხელია: მსურს გულშემატკივრებს იმედები გავუმართლო – ბაზაზე ვცხოვრობ, რადგან მხოლოდ ფეხბურთზე ვიფიქრო

კვარაცხელია კალაძის გზაზე: ხვიჩას სანაცვლოდ რუბინი 19 მილიონს ითხოვს

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია პეკინის ოლიმპიადის ბოიკოტზე ფიქრობს

Forbes-მა სპორტული კლუბების ყველაზე მდიდარი მფლობელები დაასახელა