in

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია პეკინის ოლიმპიადის ბოიკოტზე ფიქრობს

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პეკინის ოლიმპიადის ბოიკოტირების იდეა გამოთქვა, მიზეზი სინძიანის პროვინციაში მუსლიმთა დევნაა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციამ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებული პოზიცია მოკავშირეებთან უკვე განიხილა.

„კოორდინირებული მიდგომა არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების ინტერესებშია“. პრაისმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბოიკოტთან დაკავშირებით დაზუსტებული გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

„მსოფლიო ჩვენს მომდევნო ნაბიჯს აკვირდება, – განაცხადა ჯონ კატკომ, რესპუბლიკელთა ლიდერმა, – დროა, ოლიმპიური თამაშები გადავიტანოთ ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიას განასახიერებს. თამაშები ჩინეთში არ უნდა ტარდებოდეს“.

2022 წლის ოლიმპიური თამაშები 4-20 თებერვალს გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ცნობილი გახდა, თუ რაში დასჭირდა რუმინელ მსაჯს ჰაალანდის ავტოგრაფი

კვარაცხელიას სატრანსფერო ამბებს მინისტრიც გამოეხმაურა: ხვიჩა წლის აღმოჩენაა