in

სუპერთასი მადრიდში წავიდა!

მადრიდის „რეალმა“ ახალი სეზონი ტიტულით და კარგი თამაშის ხარისხით გახსნა. ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში გამართული შეხვედრა ლოს ბლანკოსის გულშემატკივრისათვის სასიამოვნო სანახავი იყო, თუმცა რაოდენობრივად „აინტრახტის“ ქომაგნი გაცილებით მეტი იყვნენ. ვიდრე მადრიდელები.

„რეალმა“ 2:0 მოიგო და ისტორიაში მე-5 სუპერთასს დაეუფლა, რითაც „მილანსა“ და „ბარსას“ გაუთანაბრდა. თავის მხრივ, მადრიდულ კარიერაში 324-ე გოლი შეაგდო კარიმ მოსტაფა ბენზემამ და რაულს გაუსწრო, შედეგად, მასზე წინ მხოლოდ ერთი კაცია (ძნელი გამოსაცნობი არ არის ვინ).

ისევ მშრალად ინახავს ტიბო კურტუა კარს და იქმნება განცდა, რომ ბელგიელი ფინალების სათამაშოდაა დაბადებული. ბოლო 4 ფინალში 19 სეივი და არცერთი გაშვებული გოლი!

პაპა კარლომ კი თავისი 24-ე ტიტული მოიგო და შეუქცევადად მიიწევს მწვერვალისკენ…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლოჩოშვილი გაოფიციალურდა: კრემონეზემ ქართველი წარადგინა

ზენიტის ყოფილი მწვრთნელი: რომ არა სანქციები რონალდუს დამატებას შევძლებდით