in

ლონდონის არსენალის კამპანიის დიზაინზე ქართველმა იზრუნა

#Stoponlineabuse ლონდონური საფეხბურთო გრანდის “არსენალის” კამპანიაა, რომელიც კლუბმა ბოლო პერიოდში მათი ფეხბურთელების მისამართით გახშირებული ინტერნეტ თავდასხმების გამო წამოიწყო. კლუბის ლეგენდამ ტიერი ანრიმ ამ მიზეზით საკუთარი სოციალური ქსელებიც გააუქმა, ბოლო პოსტში კი დაწერა, რომ ამ აქტივობებს არ დაუბრუნდება, სანამ აღნიშნულ შემთხვევებზე მკაცრი რეაგირება და კონტროლი არ იქნება.

“არსენალმა“ სპეციალური ჰეშთეგით დაანონსებული კამპანიის ვიზუალური ნაწილის დამზადება ქართველ ბაჩო ლაგვილავას მიანდო. პოსტები „მეთოფეების“ ყველა სოციალური ქსელის პლატფორმაზე: Twitter-ზე, Facebook-სა და instagram-ზე განთავსდა.

ბაჩო პროფესიით ვიდეომონტაჟის რეჟისორია, ამჟამად კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ვიზუალურ მხარეზე მუშაობს. ის, ამავდროულად, „არსენალის“ დიდი გულშემატკივარია.

ქართველისა და ლონდონური კლუბის თანამშრომლობა ადრეც შედგა. ბაჩო ლაგვილავამ ლონდონის არსენალის მიერ გამოცხადებულ ერთ-ერთ კონკურსშიც გაიმარჯვა: ქართველმა “არსენალი”-“სიტის” წინასამატჩო პოსტერი შექმნა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლოჩოშვილი ავსტრიის ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა

ბუენოს აირესი, ნეაპოლი და ახლა უკვე თბილისიც: მარადონას მურალი სოლოლაკში