ავსტრიის ბუნდესლიგის გასული ტურის შეხვედრაში ქართველების “ვოლფსბერგერი” ვენის “რაპიდთან” 1:8 განადგურდა. პირველ ნახევარში, როდესაც ანგარიში მხოლოდ 0:1 იყო, მოედნიდან ლუკა ლოჩოშვილი გააძევეს. 18 შეხვედრაში ეს ლუკას მესამე წითელი ბარათია. Sky Sport Austria-ს ცნობით, ამ მაჩვენებლით ლოჩოშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის რეკორდსმენი გახდა.
“ლუკა ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში მესამე წითელი ბარათი მიიღო. უფრო მეტი, ვიდრე ბუნდესლიგის სხვა მოთამაშემ. ბოლო ფეხბურთელი, რომელიც ავსტრიის ჩემპიონატის ერთ სეზონში მოედნიდან სამჯერ გააძევეს, 1978/79 წლებში ავგუსტ სტარეკი იყო”, – წერია გამოცემაში.
მომხდარის გამო, ავსტრიის ჩემპიონატის სადისციპლინო კომიტეტმა ქართველ მცველს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.
GIPHY App Key not set. Please check settings