ხვიჩა კვარაცხელია და “მილანი” სულ უფრო და უფრო რეალური ხდება. ხვიჩას “როსონერში” ტრანსფერს უკვე ავტორიტეტული იტალიური გამოცემები აქცევენ ყურადღებას. იტალიური Calciomercato წერს, რომ ქართული ფეხბურთის იმედის გადაბირების საკითხებში, თავად პაოლო მალდინიცაა ჩართული. “რუბინი” კი, ხვიჩას სანაცვლოდ მინიმუმ 19 მილიონ ევროს ითხოვს.
“მისი დებიუტი 16 წლის ასაკში თბილისის „დინამოში“ შედგა. შემდეგ რუსთავის „მეტალურგში“ გადავიდა, საიდანაც მოსკოვის „ლოკომოტივში“ იჯარის წესით აღმოჩნდა. ამ პერიოდში მან 17-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზეც იასპარეზა. ხვიჩა მაშინვე იქცა „ლოკომოტივისთვის“ მნიშვნელოვან ფეხბურთელად, თუმცა მოსკოველებმა მისი გამოსყიდვა ვერ შეძლეს, ამით კი ყაზანის „რუბინმა“ ისარგებლა და ახალგაზრდა ფეხბურთელს 2019 წელს კონტრაქტი გაუფორმა. მოგვიანებით, „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა აღიარა, რომ კვარაცხელიას დაკარგვით კლუბმა დიდი შეცდომა დაუშვა.
ხვიჩა მალევე „რუბინის“ საკვანძო ფეხბურთელად იქცა. ამ დრომდე, ახალგაზრდა ფეხბურთელმა გუნდში 49 თამაშში ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2020 წელს ის რუსეთის პრემიერლიგაში საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად დაასახელეს. ამ ზაფხულს კი კლუბის დატოვებას და ევროპის წამყვან ჩემპიონატში გადაბარგებას აპირებს. მისით ბევრი კლუბია დაინტერესებული, მათ შორის „მილანიც“. „როსონერი“ ყოველდღიურად ყურადღებით აკვირდება კვარაცხელიას თამაშს, თუმცა მათ სერიოზული კონკურენტი ეყოლება „ბაიერნისა“ და „იუვენტუსის“ სახით, რომლებიც ასევე გამოთქვამენ ფეხბურთელის დამატების სურვილს. ჩვენი ინფორმაციით, ხვიჩას სანაცვლოდ რუსები 19 მილიონს ითხოვენ”, – წერს გამოცემა.
ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით აქტიურად არის დაინტერესებული მიუნხენის “ბაიერნიც”, მაგრამ ფეხბურთელის აგენტი იტალიურ კლუბებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, თან ამ საქმეში მას ქართული ფეხბურთისა და “მილანის” ლეგენდა კახა კალაძეც ეხმარება.
კახა კალაძე “მილანში” 2001–2010 წლებში თამაშობდა და ამ გუნდის მაისურით ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.
ხვიჩას აგენტი მილანთან და იუვენტუსთან მოსალაპარაკებლად მიდის: კვარაცხელიას კალაძე ეხმარება
ბაიერნი კვარაცხელიას ტრანსფერით დაინტერესდა: ამას უკვე გერმანელებიც წერენ
GIPHY App Key not set. Please check settings