რამდენჯერმე წასული და უკან მობრუნებული UFC-ის გამორჩეული ირლანდიელი მებრძოლი ქონორ მაკგრეგორი ოქტაგონზე ბრუნდება. მაკგრეგორს რევანში წყურია და ის დასტინ პორიეს დაუპირისპირდება. პორიე-მაკგრეგორის ტრილოგიის მესამე დაპირისპირება 10 ივლისს UFC 264-ზე გაიმართება. ინფორმაციას ქონორი საკუთარი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
ქონორ მაკგრეგორის და დასტინ პორიეს პირველი დაპირისპირება 2014 წელს გაიმართა და ირლანდიელმა მეტოქე პირველივე რაუნდში ბრუტალური ნოკაუტით დაამარცხა. მეორე ბრძოლა კი, 2021 წლის იანვარში UFC 257-ზე გაიმართა, როდესაც პორიემ მაკგრეგორი მახრჩობელა ილეთით დააძინა.
ტრილოგიის გადამწყვეტი ბრძოლა UFC 264-ზე შედგება. ამ წუთისათვის ოფიციალურად დადასტურებულია, რომ ბრძოლა 10 ივლისს შედგება. UFC-ის დირექტორ დანა უაითის მტკიცებით, დაპირისპირება ლას ვეგასში “T-Mobile Arena”-ზე გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings