ესპანეთის ჩემპიონატის ლიგა ენდესას 29-ე ტურის შეხვედრაში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” “რეალ ბეტისს” დაუპირისპირდა და 11-ქულიანი უპირატესობით დაამარცხა – 93:82.
გიორგი შერმადინმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე გატარებულ 20:40 წუთში 15 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. ქართველი ლეგიონერის მარგი ქმედების კოეფიციენტი +18 გახლდათ, რითაც მხოლოდ თანაგუნდელ სასუ სალინს (+20) ჩამორჩა.
მომდევნო შეხვედრას “ტენერიფე” “ბურგოსის” წინააღმდეგ, 6 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings