ლა ლიგის 29-ე ტურის მატჩში „კადისსა“ და „ვალენსიას“ შორის 25-ე წუთით შეჩერებული იყო.
30-ე წუთზე „ვალენსიას“ მცველს დიაკაბის და „კადისელმა“ ხუან კალას შორის შელაპარაკება მოხდა, რამაც დიაკაბი გააცოფა. მსაჯმა ზედმეტი ემოციების გამო „ვალენსიელს“ ყვითელი ბარათი უჩვენა, დიაკაბიმ საპასუხოდ მეტოქე რასიზმში დაადანაშაულა და მოედანი დატოვა.
„ვალენსიას“ ფეხბურთელებმა სოლიდარობის ნიშნად მთელი შემადგენლობით დატოვეს მოედანი.
მისი თქმით, მას არ გაუგონია რასისტული შეურაცხყოფა. ამიტომ უარის შემთხვევაში „ვალენსიას“ ტექნიკური წაგება ჩაეთვლებოდა. ორივე გუნდი გასახდელში დაახლოებით 25 წუთი იმყოფებოდა, რის შემდეგაც თამაში განახლდა, თუმცა დიაკაბის გარეშე.
„კადისმა“ მატჩი 2:1 მოიგო.
GIPHY App Key not set. Please check settings