in

უკრაინელებმა 1 აპრილს მაგრად ჩაგვიტარეს: შევჩენკო არსად წასულა

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა ჟურნალისტებს გუშინ მაგარი “გაუჩალიჩა”. ხაფანგში ჩვენც მოვყევით.

გუშინ, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ნაკრების არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანდრეი შევჩენკო დაითხოვეს.

შევჩენკო წავიდა: უკრაინა მწვრთნელის გარეშე დარჩა

დღეს, უკრაინულ მედიაში გაჩნდა ცნობა, რომ ფეხბურთის ფედერაცია უკრაინული ფეხბურთის ლეგენდას ბოლომდე ენდობა და ანდრეი შევჩენკო ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობას ისევ გააგრძელებს.

შეგახსენებთ, შევჩენკოს ხელმძღვანელობით უკრაინელები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ. ევროპაზე უკრაინელები საკმაოდ რთულ ჯგუფში არიან – ნიდერლანდები, ავსტრია, ჩრდ. მაკედონია, უკრაინა.
პირველ მატჩს უკრაინელები ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავენ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩამ 90 წუთის ერთ დონეზე თამაში უნდა ისწავლოს – ვილი სანიოლი საქართველოში კომფორტულადაა

600 დღით ადრე: როგორ გამოიყურება ყატარის სტადიონები – ყველაზე კომპაქტური მუნდიალი