რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ძალოსნობის ევროპის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო კონგრესზე ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა.
ევროპის ფედერაციის პრეზიდენტად თურქი ჰასან აკუში აირჩიეს. აკუშის გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის წარმომადგენლებმა ევროპის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დავით ყიფშიძის კანდიდატურა წარადგინეს. ინიციატივამ ჰასან აკუშის მხრიდან სრული მხარდაჭერა მიიღო და ქართველი ამ თანამდებობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაიკავებს.
შეგახსენებთ, 2021 წლის ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი მოსკოვში ხვალ დაიწყება და 11 აპრილამდე გაგრძელდება. ტურნირზე მონაწილოებას 22 ქართველი სპორსტმენი მიიღებს.
კაცები: გიორგი დოკვაძე (55 კგ.), რამინ შამილიშვილი, შოთა მიშველიძე (ორივე – 61 კგ.), გოგა ჩხეიძე, გოდერძი ბერდელიძე (ორივე – 67 კგ.), კახი ასანიძე (73 კგ.), გიორგი ლომთაძე, არჩილ მალაყმაძე (ორივე – 81 კგ.), რევაზ დავითაძე, ირაკლი გობეჯიშვილი (ორივე – 89 კგ.), ანტონ პლესნოი, ლომია თებიძე (ორივე – 96 კგ.), ირაკლი ჩხეიძე, ზაზა ლომთაძე (ორივე – 102 კგ.), აკაკი ტალახაძე (109 კგ.), ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე, გიორგი ჩხეიძე (ყველა – 109+ კგ.)
ქალები: მარიამ მაისურაძე (55 კგ.), მარიამ მურღვლიანი (76 კგ.). ნათია გადელია (81 კგ.), ანასტასია გოტფრიდი (87 კგ.)
GIPHY App Key not set. Please check settings