მადრიდის “რეალს” უმნიშვნელოვანესი მატჩების ჩატარება გუნდის კაპიტნის გარეშე მოუწევს. დღეს გავრცელდა ინფორმაცია სერხიო რამოსის ტრავმის შესახებ, რაც ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე თავად რამოსმაც დაადასტურა.
სერხიო რამოსი გუშინ კოსოვოსთან მატჩში ბოლოსკენ ჩაერთო და მოთელვით ვარჯიშზე კუნთი დაიზიანა.
“მატჩის დასრულების შემდეგ, მოედანზე ვვარჯიშობდი და წვივის არეში ტკივილი ვიგრძენი. დამატებით ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, დადასტურდა, რომ კუნთის ტრავმა მაქვს. გუნდს უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში ვერ დავეხმარები, რასაც ძალიან განვიცდი. გულწრფელად გეტყვით, მომდევნო მატჩებში მხოლოდ მთელი გულით გულშემატკივრობა შემიძლია”, – აღნიშნა სერხიო რამოსმა.
მადრიდის “რეალის” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრას “ლივერპულის” წინააღმდეგ 6 აპრილს გამართავს. “ბარსელონას” კი, 10 აპრილს მიიღებს.
GIPHY App Key not set. Please check settings