საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი 3 მატჩი მხოლოდ 1 ქულით დაასრულა. შვედეთთან და ესპანეთთან მარცხის შემდეგ, “ჯვაროსნებმა” საბერძნეთთან ფრედ ითამაშეს.
პირველი ქულა: საქართველოს საბერძნეთიდან ქულა და იმედი მოაქვს
საბერძნეთის მწვრთნელი: შედეგით კმაყოფილი არ ვარ
ვილი სანიოლი: ეს თამაში რომ წაგვეგო, უსამართლობა იქნებოდა
განვლილი სამი თამაშის შემდეგ, საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხსა და მიზნებზე პირველი არხის სპორტულ გადაცემა “ტაიმ აუტში” სტუმრობისას საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და მთავარმა მწვრთნელა კახი ცხადაძემ ისაუბრა.
“როდესაც პირველ ნომრად თამაში გვინდა, კიტეიშვილის კანკავას გვერდით დაყენება შეიძლება, მათ წინ კი – ერთი შემტევი ფეხბურთელის. ეს საბერძნეთთანაც შეიძლებოდა, მოგებაზე რომ გვეთამაშა, მაგრამ რაც ვნახე, ჩვენ ფრეზეც კმაყოფილი ვიყავით.
საბერძნეთთან წასაგები თამაში არ იყო, ფაქტობრივად, მომენტი არ შეუქმნიათ, შემთხვევითი გოლი გაგვიტანეს. საერთოდ, ასეთი სუსტი საბერძნეთი არ გვინახავს. შეტევაში კი მეტი უნდა გავაკეთოთ. გასაგებია, რომ კვარაცხელია მაგარია, მაგრამ ერთ ადამიანზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ, ეს ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშმაც გვაჩვენა. არ გვყავდა კვარაცხელია და ფაქტობრივად, ვერაფერი გავაკეთეთ.
თავს ნუ მოვიტყუებთ, არანაირი პოზიციური შეტევა არ გვაქვს, იგივე ფეხბურთს ვთამაშობთ. საბერძნეთთან მოგება თუ გვსურდა, მეორე ფორვარდის გამოყვანა შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენ სულ მომავალზე ვლაპარაკობთ, სომხეთმა კი 9 ქულა დააგროვა და პირველზეა, ჩრდ მაკედონიამ სტუმრად გერმანიას მოუგო. დღეს გამარჯვება ყველასთან შეიძლება”, – განცხადა კახა ცხადაძემ.
საქართველოს ნაკრებს 3 მატჩის შემდეგ, მხოლოდ 1 ქულა აქვს და ჯგუფში მე-4 ადგილს იკავებს.
GIPHY App Key not set. Please check settings