in ,

რუბინის დირექტორი: გუნდს ვაშენებთ და ფეხბურთელების გაყიდვაზე არ ვფიქრობთ

მიმდინარე სეზონში ყაზანის “რუბინის” შემადგენლობაში და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ნაჩვენები ჩინებული თამაშის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესი არ წყდება. უცხოურ მედიაში მისი გადაბირების მსურველების შესახებ ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა.

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ საბერნეთთან გამართულ შეხვედრას “სევილიას” სპორტული დირექტორი მონჩი დაესწრო და ხვიჩას თამაშს დააკვირდა.

Sport.es: დღეს კვარაცხელიას სევილია დააკვირდება

რა ხდება ხვიჩას ტრანსფერზე და აპირებს თუ არა რუსული კლუბი ქართველი ტალანტის გასხვისებას, ამასთან დაკავშირებით “რუბინის” სპორტულმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ისაუბრა.

“როგორც ადრე ვთქვი, ჩვენი მიზანი არ არის ფეხბურთელების გაყიდვა. ყაზანის “რუბინში” გუნდს ვაშენებთ და გვსურს წარმატებებს მივაღწიოთ. შესაბამისად, გუნდის კაშკაშა ვარსკვლავების გაყიდვა ჩვენს გეგმებში რა თქმა უნდა არ შედის, მაგრამ თუ იქნება ისეთი წინადადება, რომელიც ჩვენი კლუბისთვის მისაღები იქნება, ამაზე დავფიქრდებით.

ხვიჩა ჯერ მხოლოდ 20 წლისაა. სკოლის ჩანთა მოიხსნა და ფეხბურთის თამაში დაიწყო. მას კიდევ ბევრი აქვს სასწავლი. ვმუშაობთ, რომ ის მომავალ სეზონშიც ჩვენთან იყოს, დანარჩენს დრო გვიჩვენებს”. თუ იქნება წინადადება, ხვიჩას დიბალაშიც გავცვლი (იცინის) – თქვა sport.business-gazeta.ru-სთან მიცემულ ინტერვიუში ყაზანელთა გუნდის სპორტულმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა.

ესპანური მედია: კვარაცხელია გრანდში აუცილებლად ითამაშებს, ოღონდ ჯერ შუალედური კლუბი სჭირდება

კვარაცხელია დროს უსწრებს: ხვიჩა ჰაალანდთან და ედეგორთან ერთად ტალანტების სიაშია

კვარაშოუ მუნდიალის შესარჩევში: ხვიჩას ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი აქვს

კვარაცხელია ისევ საუკეთესოა: ქართველი ფეხბურთელების შეფასებები საბერძნეთთან

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უეფამ ტრიბუნებზე მაყურებლის შეზღუდვა მოხსნა

ევროპის ჩემპიონატზე 5 შეცვლა იქნება