in

რონალდოს და მზადაა კომენტატორს პირადად შეხვდეს და შეურაცხყოფისთვის პასუხი მოსთხოვოს

„იუვენტუსის“ თავდამსხმელის კრიშტიანო რონალდოს და კატია ავეირუ „პორტუს“ კომენტატორის ფერნანდო საულის შეურაცხყოფას გამოეხმაურა.

„კარგი, მოდით პასუხი გავცეთ ყველა უარყოფილს და აღელვებულს. საფეხბურთო კლუბი „პორტო“ – მე მათ პატივს ვცემ, მეგობრებიც მყავს კლუბში და მათ კარგად იციან ჩემი დამოკიდებულების შესახებ.
ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ თქვენი კომენტატორი ჩვენი ქვეყნის სიმბოლოს მიმართ ასეთ უპატივცემულობას ავლენს. და მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატში
„პორტოს“ ვგულშემატკივრობ, მე ასეთი ფანები არ დამიმსახურებია. კბილებით თუ უკბილოდ, ღირსება ნამდვილად გამაჩნია და მე პორტუგალიიდან ვარ.
და შენ იცოდე, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევხვდებით – მე, დედა და ჩემი ძმები. და მერე ვნახოთ, გაქვს თუ არა შენ კბილები“ – დაწერა ავეირუმ Instagram-ის ისტორიებში.

შეგახსენებთ, რომ ფერნანდო საულმა კრიშტიანო რონალდოს და მის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით მან საჯარო ბოდიში მოიხადა და განაცხადა რომ მისი საქციელი სწორი არ იყო.

რონალდო ღორია, მისი უკბილო ოჯახის ვიდეოს ველოდები: პორტოს კომენტატორი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელიას ორმაგი დუბლი: თოკო საუკეთესო იყო, მაგრამ ცსკა ისევ დამარცხდა

ჩელსის კეპას ყოველი სეივი 558 ათასი ევრო უჯდება