რუსული კალათბურთის გიგანტი მოსკოვის ცსკა, როგორც ჩანს, კრიზისშია. მოსკოველებმა, რომლებიც ევროლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები არიან, ბოლო ხუთ შეხვედრაში სამი მარცხი განიცადეს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდნენ.
ამჯერად, ცსკამ მილანის “ოლიმპიას” უმასპინძლა და 76:84 დამარცხდა.
ცსკა-მ პირველი მეოთხედი საშინლად ჩაატარა და 10:30 დამარცხდა. შემდეგ “არმიელებმა” თითქოს მოახერხეს თამაშის გამოსწორება, მაგრამ საბოლოო ანგარიშში გარდატეხის შეტანა მაინც ვერ შეძლეს
საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და თავისი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. “თოკომოტივმა” 33 წუთში 20 ქულა, 10 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
28 თამაშის შემდეგ, ცსკა სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. პირველ-მეორე ადგილს “ბარსელონა” და “ოლიმპია” იყოფენ, თუმცა მათ მოსკოველთაგან განსხვავებით ერთი მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული.
GIPHY App Key not set. Please check settings