in

ოლიმპიადა უცხოელების გარეშე: იაპონელები შეზღუდვებს ითხოვენ

კორონავირუსის პანდემიამ სპორტსაც დაატყო კვალი და მათ შორის ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიებაც – ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადაიდო. ახლა კი, ერთ-ერთი იაპონური გამოცემა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოლიმპიურ თამაშებზე იაპონიის მთავრობა ქვეყანაში უცხოელ გულშემატკივრებს არ დაუშვებს.

წყარო იუწყება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გაოფიციალურდება, როდესაც იაპონიის მთავრობასა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს შორის შეხვედრა გაიმართება.

წყაროში ასევე ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვაა მოყვანილი, რომლის მიხედვით იაპონელთა 90 პროცენტს მიაჩნია, რომ მომავალი ოლიმპიადა ცარიელი ტრიბუნების თანხლებით უნდა ჩატარდეს.

ზაფხულის 32-ე ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდეა დაგეგმილი.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო მიმოხილვა: პსჟ VS ბარსელონა

პირველად ქართველების გარეშე: ანორთოსისი ნახევარფინალშია