Geo Team-ის ინფორმაციით, თბილისის “დინამოს” ყიდვით თურქული კომპანია “Alagoz Holding”-ია დაინტერესებული.
მოგეხსენებათ, დედაქალაქური კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ რამდენიმე კვირის წინ “დინამოს” გაყიდვის ამბავი დაადასტურა და თქვა, რომ მოლაპარაკებას ინვესტორებთან აწარმოებდა.
“Alagoz Holding”-ს სპორტთან სერიოზული კავშირი აქვს. კომპანია მომავალ წელს კლუბ “ანკარგიუჯიუს” გენერალური სპონსორი იქნება, რომელსაც სასპონსორო სახით 10 მილიონ ევროს მისცემს.
კომპანია “ფენერბაჰჩეს” საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდის ერთ-ერთი გენერალური სპონსორია და თურქეთში უნივერსიტეტების, კლინიკების და გამაჯანსაღებელი ცენტრების მშენებლობაში იღებს მონაწილეობას.
ჯერ-ჯერობით უცნობია “დინამოს” შესაძენად, რა თანხის გადახდაზე გამოთქვამენ მზაობას.
GIPHY App Key not set. Please check settings