in

ბილბაო 14 დღეში ესპანეთის თასის ორ ფინალს ითამაშებს

ბილბაოს „ატლეტიკმა“ ესპანეთის თასზე „ლევანტე“ გაიარა და ფინალში გავიდა. განმეორებითი ნახევარფინალი, როგორც პირველი შეხვედრა, ფრედ 1:1 დასრულდა, ბასკებმა გამარჯვების გოლი დამატებით დროში შეაგდეს.

ფინალში „ატლეტიკი“ „ბარსელონას“ ეთამაშება. ამრიგად, ბასკებმა შანსი მიიღეს ეს ტროფეი ზედიზედ ორჯერ მოიგონ ორ კვირაში.

საქმე ისაა, რომ პანდემიის გამო 2019/20 წლების ფინალი „ატლეტიკსა“ და „რეალ სოსიედადს“ შორის ჯერ არ ჩატარებულა და ეს ფინალი 3 აპრილსაა ჩანიშნული. ხოლო „ბარსასთან“ გადამწყვეტი თამაში 17 აპრილს უნდა გაიმართოს.

ორივე ფინალი სევილიაშია.

„ატლეტიკი“ მეორე გუნდია ესპანეთის თასზე გამარჯვებების რაოდენობით – 23, ლიდერი „ბარსელონაა“ – 30.

აღსანიშნავია, რომ ზამთარში „ატლეტიკმა“ ესპანეთის სუპერთასზე უკვე დაამარცხა „ბარსელონა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იტალიური მასტერკლასი დინამოს: ქართული გუნდი ბრეშასთან დამარცხდა

თოკო საუკეთესო იყო, მაგრამ ცსკა სტამბოლში განადგურდა