„იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი იხსენებს, თუ როგორ გრძნობდა თავს პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინის დროს.
„იცით, გულწრფელად რომ გითხრათ, კარანტინის პირველი თვე მართლაც არაჩვეულებრივი იყო. პანდემიამ საშუალება მომცა, რომ საკუთარი თავისთვის დრო დამეთმო. ასეთი შანსი კი მთელი ცხოვრების განმავლობაში არ მქონია.
შემეძლო მთელი დღეები ცოლთან და შვილებთან ერთად გამეტარებინა. შემეძლო ჩემი პირადი საქმეები მომეგვარებინა, წამეკითხა, დრო დამეთმო ჰობისთვის. ეს ძალიან კარგი დრო იყო და მანამდე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამე მოხდებოდა. ამ პერიოდიდან მაქსიმუმის მიღება შევძელი.
უფრო მეტი დროის გასვლის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ყველაფერი გართულდა. ბევრს ვფიქრობდი იმაზე, თუ რისი გადატანა უწევდა ხალხს“.
GIPHY App Key not set. Please check settings